რადიო ‘’ვინილი’’ და ერთ წელში ოთხჯერ გაზრდილი რეიტინგი

‘’მუსიკა ლაპარაკის ნაცვლად’’ – ეს ყველაზე ლოიალურ მსმენელთა საყვარელი რადიოსსლოგანია.

კვლევების მიხედვით 2015 წელს რადიო ვინილის რეიტინგი 4-ჯერ გაიზარდა.

კომპანია TNS-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით რადიო ‘’ვინილ‘’-ს ყველაზე მეტილოიალური მსმენელი ყავს. ამ შედეგებით ‘’ვინილი’’ კატეგორიაში პირველია.

კვლევა 2014 წლის ნოემბრისა და 2015 წლის აპრილის მონაცემებს მოიცავს. დადგინდა, რომვინილის ლოიალურ მსმენელთა რიცხვმა 74% შეადგინა.

‘’ვინილი’’-ს მუსიკალური მენეჯერი ნატალი გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ  კითხვაზე რა განაპირობებს „ვინილი“-ს ასეთ მზარდ რეიტინგს, პასუხი მარტივია: ყველა დროის რჩეულიჰიტები, ყველასთვის საყვარელი მუსიკა, მუდმივად განახლებადი ფლეილისთი და რა თქმა უნდა, მუსიკა, ლაპარაკის ნაცვლად.

 

აღსანიშნავია, რომ რადიო ვინილი 2013 წელს დაარსდა და ამჟამად მაუწყებლობს მთელსაჭარაში, სამცხე ჯავახეთში შიდა  და ქვემო ქართლში. თბილისში კი მისი მოსმენაშესაძლებელია ტალღაზე FM 99.7.

comments