8 მიზეზი თუ რატომ არ უნდა შეგიყვარდეთ ჟურნალისტი

ჟურნალისტმა შიტიკა ანანდიმ  8-პუნქტიანი სია შეადგინა, სადაც საუბრობს იმ უარყოფით მხარეებზე, რაც შეიძლება ჟურნალისტის შეყვარებამ გამოიწვიოს. მან მკთხველს 8 პუნქტიანი სია შესთავაზა თუ რატომ არ უნდა შეიყვარონ ჟურნალისტი.

“ძალიან დდი ხნის წინათ ერთმა ადამიანმა მითხრა: “ჟურნალისტიკა სექსუალური პროფესიაა”

და რა თქმა უნდა ეს სიმართლეა.

ჩვენ გვაქვს ინტერვიუები ცნობილ ადამიანებთან, ვსვამთ ძვირფას შამპანურს, ვრჩებით ორ-სამი ღამეს ძვირადღირებულ კურორტებზე და ამ ყველაფერს ვიღებთ სრულიად უფასოდ.

თუმცა ამ მომაჯადოვებელი მხარის გარდა, ჟურნალისტიკას აქვს კიდევ ერთი მხარე, რომელიც საკმაოდ საშიშია და მასზე არც თუ ისე ბევრს სმენია. უძილო ღამეებისა და “მიუტევებელი დედლაინების” გარდა ჟურნალსიტიკაში სხვაც ბევრია საგანგაშო ფაქტორები.

არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც ჟურნალისტები საუკეთესო პარტნიორები არიან, მაგრამ არსებობს ის მიზეზებიც, რამაც შეიძლება თქვენი ურთიერთობა სრულ კოშმარს დაამსგავსოს. მე კი აქ იმისთვის ვარ, რომ ამ უკანასკნელზე შეგატყობინოთ.

1.ჟურნალისტი თქვენზე ფულს გააკეთებს

თუ თქვენ ჟურნალისტთან გააბამთ რომანს, აღმოაჩენთ, რომ თქვენი ცხოვრების დეტალები დაიბეჭდება გაზეთში, ჟურნალში, ან განთავსდება საიტზე. შეიძლება თქვენი ასაკი, სამუშაო და კანის ფერი შეიცვალოს, თუმცა სხვა მხრივ ეს თავიდან ბოლომდე თქვენ იქნებით. ხშირ შემთხვევაში თქვენ ამის ნებართვას არავინ გკითხავთ, რადგან  თქვენს არგუმენტს ჟურნალისტები შემდეგნაირად უპასუხებენ, ეს არის “გამოგონილი” ამბავი, თუმცა “რეალური მოვლენებითაა შთაგონებული.” მაგრამ ნუ დაითრგუნებით, ეს იმასაც ნიშნავს, რომ მათ ცხოვრებაში გარკვეული ადგილი გიჭირავთ –  გილოცავთ!

2.დედლაინი > სექსი

სამსახური ფულს იხდის, საყვარელი კი არა – სხვა რაღა უნდა ითქვას? სექსი  MS Word-თან და დოკუმენტების ზვავში ქექვა ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე სახლში შავი ატლასის თეთრეულზე გაოფლიანება. თანაც ვინმემ ხომ უნდა გადაიხადოს ატლასის თეთრეულისთვის საჭირო თანხა?! ასევე ძვირფას ფრანგულ შამპანურში?! სახლში და სამზარეულოში ჯდომით ეს ყველაფერი არ მოვა. სამწუხაროდ ასეა.

3.ისინი დაუჯერებლად გონიერები არიან

მათ იციან როდის ცრუობთ, როდის ლაპარაკობთ გულით და როდის ხართ თავმობეზრებული. ისინი გაწვრთნილები არიან თქვენი ხმის ტონის მეშვეობით, თუნდაც ტელეფონიდან გაიგონ ყველაფერი. ჟურნალისტები აეროპორტის გაწვრთნილი ძაღლებივით არიან, ამიტომ ნურასოდეს დაიჯერებთ რომ მათი მოტყუება შეძელით. და თუკი ჟურნალისტს ფოტოგრაფიული მეხსიერებაც აქვს გამაგრდით! – ეს არის სრულიად ახალი დონე!

4.ისინი დაიმახსოვრებენ თქვენს სიტყვებს

არ აქვს მნიშვნელობა ტელეფონში ეუბნებით თუ წერთ, ჟურნალისტებს თქვენი სიტყვები არასოდეს დაავიწყდებათ. მათ ახსოვთ რა თქვით და როგორ თქვით, – ვნებით თუ სიძულვილით. ისინი ამ ყველაფერს იმახსოვრებენ, რომ საჭირო დროს შეგახსენონ. ისინი დაპროგრამებულები არიან მოვლენების და ინტერვიუების დამახსოვრებაზე, ასე რომ სანამ რამეს იტყოდეთ კარგად დაფიქრდით. ასევე, კარგად დაიმახსოვრეთ თქვენი სიტყვებიც, რადგან მათთვის სიტყვების ინტერპრეტაცია ძალიან ადვილია.

5.ისინი გამუდმებით შეგისწორებენ გრამატიკულ შეცდომებს

ჟურნალისტებს სწორად წერა და მეტყველება სისხლში აქვთ გამჯდარი. ამიტომ დარწმუნდით, რომ მასთან საუბრისას, მესიჯის ან მეილის მიწერისას იცავთ ყველა გრამატიკულ წესს, რადგან ისინი შეცდომას აუცილებლად იპოვიან და მერწმუნეთ, არც შენიშვნის მოცემის მოერიდებათ. თუმცა, მეორეს მხრივ, ის იქნება პირველი ვინც დაინახავს თქვენს უნაკლო და უშეცდომო ნაწერს და ეს მის თვალში დიდ პლუსს მოგანიჭებთ.

6.ისინი სოციალურ მედიაზე არიან დამოკიდებული 

ჟურნალისტები მუდმივად Facebook, Twitter, Instagram და Pinterest-ზე არიან, რადგან ეს მათი სამუშაოს ნაწილია. როგორც სოციალური მედიის ექსპერტი ისინი დროს არ კარგავენ მავნე გოგონების სტატუსების “დალაიქებაში” და მას ამ თემაზე ნურც გაეხუმრებით. (თქვენს ლამაზ ცხვირებს გაუფრთხილდით.)

7.ისინი პრეტენზიულები არიან კაფეს ან რესტორნის შერჩევისას

ჟურნალისტები ძალიან პრეტენზიულები არიან როდესაც საქმე კაფეში ან რესტორანში წასვლას ეხება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში როდესაც ჟურნალისტი მოგზაურობაზე წერს. უნდა იცოდეთ, რომ თუ მას კუთხის მაღაზიაში ქაბაბზე დაპატიჟებთ, ან “Starbucks”-ის ყავაზე, მეორე პაემანი უბრალოდ აღარ იქნება.

8.მათ სჭირდებათ დრო საკუთარი თავისთვის

მუდმივი საუბრები კოლეგებთან, წყაროების ძიება, თემებზე მუშაობა – ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მათ განტვირთვა სჭირდებათ. როდესაც დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ისინი რეალობას უბრუნდებიან, მათ სჭირდებათ სრული იზოლაცია. სასურველია სანაპიროზე ან ტბაზე, ნებისმიერი ტექნოლოგიური მოწყობილობის გარეშე განიტვირთონ. ეს არის დრო, რომელსაც ისინი ძალების აღსადგენად იყენებენ, რათა შემდგომში უფრო მეტი იდეა განახორციელონ. გახსოვდეთ, რომ ამ განტვირთვას თქვენ მათ ვერაფრით შეუცვლით.

და თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ამ ყველაფრის ატანა შეგიძლიათ, მაშინ დროა მოძებნოთ შესაფერისი ჟურნალისტი”.

 

yellowblog.ge