Let it Be? პოლ მაკარტნი კლუბში არ შეუშვეს
პოლ მაკარტნი ლოს ანჯელესში ,,გრემის“ დაჯილდოების შემდეგ გამართულ წვეულებაზე ვერ მოხვდა. მიზეზი ის გახლდათ, რომ კლუბის დაცვამ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული მუსიკოსი ვერ იცნო. 73 წლის პოლი, მეუღლე ნენსი შევალთან და მსახიობ ვუდი ჰარელსონთან ერთად წვეულებაზე მოსახვედრად რამდენიმე წუთი იცდიდა, მან გაკვირვება ვერ დამალა, როდესაც დაცვამ შესვლაზე უარი უთხრა, თუმცა შეეცადა ყველაფრისთვის იუმორით შეეხედა. ,,VIP ადგილები უნდა გვქონოდა?“ – თქვა პოლმა.
ცოტა ხანში, მუსიკოსმა მეორედ სცადა სიტუაციაში გარკვევა, თუმცა უშედეგოდ.
როგორც ცნობილი გახდა, საღამო 23 წლის რეპერის, ტიგას ორგანიზებული იყო, თუმცა აღნიშნული შემთხვევის შემდეგ მან ,,ტვიტერში“ გამოაქვეყნა: ,, მე შესასვლელს არ ვაკონტროლებ. არ ვიცოდი, რომ სერ პოლი იქ იყო, მე უბრალოდ ნომერი შევასრულე და წამოვედი.“