Sophie villy – ყოველთვის რთულია ჟანრობრივ ჩარჩოში ჩავსვა ის რასაც ვაკეთებ…

„არ შეგეშინდეთ შეცდომების. თუ მთელი არსებით გრძნობთ რომ მუსიკა არის ის, რის გარეშეც ერთი დღეც ვერ გაძლებთ, მაშინ არასოდეს არ დაიხიოთ უკან და წერეთ და უკარით რაც შეიძლება მეტი.“…

ეს არის მიდგომა მუსიკის – როგორც თავად ამბობს მისი ცხოვრების მიმართ, არის ძალიან უბრალო, საუბრობს მარტივად და თბილად, რომ არ იცოდე ვერც კი მიხვდები, რომ მსოფიო დონის ამომავალ ვარსკვლავს ესაუბრები, სისადავე და უბრალოება მის საუბარშიც იგრძნობა – ისევე როგორც მის მუსიკაში, მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო წარმოგიდგენტ სოფი ვილის:

როგორ დაიწყო ყველაფერი,რა ასაკიდან მღერი?

ყველაფერი დაიწყო მამაჩემის ვინილების კოლექციიდან. ორი წლიდან მასმენინებდა The Cure, The Beatles, The Rolling Stones, Ray Charles, Машина времени, ბორის გრებენშიკოვს…. ცოტ-ცოტას მაშინ ვმღეროდი უკვე. 5 წლის ასაკში ათწლედში შევედი ფორტეპიანოზე, მაგრამ 4 წელიწადში გამოვედი და ჩემით დავიწყე გიტარის სწავლა.

რას მღერის სოფი?

ყოველთვის რთულია ჟანრობრივ ჩარჩოში ჩავსვა ის რასაც ვაკეთებ. ალბათ იმ ყველაფრის მიქსია, რაც მიყვარს. ალტერნატიული როკი, თრიფ-ჰოფი, ბლუზი, ფსიქოდელია.. ეხლა ახალი ექსპერიმენტების ტალღაზე ვარ და აღარ ვაქცევ ყურადღებას ჟანრს.. ბევრი მუსიკოსი მეგობარი მეუბნება რომ სადღაც ავანგარდისკენ მივდივარ.. მაგრამ, ვფიქრობ, ჯერ ადრეა რაღაც დასკვნების გაკეთება

რა არის მისთვის მუსიკა, ცხოვრების სტილი თუ საქმე?

ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

ვინ გყავს კუმირი? ვის გავლენას განიცდი? ვისთან ჩაწერდი დუეტს?

Nina Simone, Chet Baker, Jimi Hendrix, Radiohead, Jeff Buckley, Moby, Beth Gibbons, Lou Reed, Beck, Damon Albarn, Bjork.. ეს სია ძალიან გრძელია.. ყველაზე მეტად ვაფასებ უნიკალურობას და ინდივიდუალურობას. ამავდროულად მიყვარს სიმარტივე და სიმსუბუქე.. რაღაც უხილავი ძალაა ამ ყველაფერში. დუეტს ბევრ საინტერესო მუსიკოსთან ერთად ჩავწერდი. ერთ-ერთი მათგანი – Devendra Banhart.

საქართველოს პარალელურად უკრაინაშიც მოღვაწეობ და თუ შეადარებდი იქაურ და აქაურ შოუ ბიზნესს?

ორივეგან პატარა სცენაა. თითო ქალაქში თითო კლუბი არ არის საკმარისი რომ მუსიკოსმა იარსებოს. მაგრამ ამ ბოლო დროს უკრაინაში ბევრად გაიზარდა მუსიკის ხარისხიც და ასეთი მუსიკის მოთხოვნილებაც. საქართველოშიც უამრავი ნიჭიერი მუსიკოსია, მაგრამ ამ პატარა სივრცეში ძალიან რთულია რაღაც მასშტაბური გააკეთო. მაინც გჭირდება ქვეყნიდან გასვლა და განვითარება. ესეც საკმაოდ რთულია, ვინაიდან უვიზო მიმოსვლა თითქმის არც ერთ მუსიკალურად განვითარებულ ქვეყანასთან არ გვაქვს. მაგრამ ყოველთვის არსებობს გამოსავალი და თუ კი ამის მართლა გჯერა, ყველაფერი ისე მოეწყობა, რომ მოხვდები საჭირო დროს, საჭირო ადგილას. მე ამის მართლა მჯერა და აქამდე მხოლოდ შრომით და ამ განწყობით მოვედი, რასაც ყველა ახალგაზრდა მუსიკოსს ვურჩევ

როდის უნდა აიღო პირველი გრემი?

:))))))))))))))))))))))

რა ხდება სოფის პირად ცხოვრებაში?

რა ხდება და პირადი ცხოვრება. :))))

ოჯახის შესახებ რას გვეტყვი?

მყავს უსაყვარლესი მშობლები მილა და დათო. მილა უკრაინელია. ჩემს ყველანაირ წამოწყებას ძალიან დადებითად ეგებებიან და მხარში მიდგანან. მყავს პატარა ძმა ლუკა, რომელიც არის 14 წლის და უკრავს დრამზე. სამომავლოდ ერთად ვაპირებთ დაკვრას და მოგზაურობას.

კარიერას სად გეგმავ საქართველოში თუ უკრაინაში?

აქაც და დასავლეთის ქვეყნებშიც. ხშირად გვაქვს მოწვევები ამერიკიდან და ბრიტანეთიდან. ამ ყველაფერს მაინც დიდი ფინანსები ჭირდება. იმედი მაქვს ყველაფერი გამოგვივა და შევძლებთ ყველა დაგეგმილ ფესტივალზე გამგზავრებას.

უახლოესი გეგმები?!..

მესამე ალბომზე დავიწყე მუშაობა. მეორე ალბომი “Dress” წლის ალბომად დასახელდა უკრაინაში, ერთ-ერთი ყველა დიდი მუსიკალური საიტის comma.com.ua ვერსიით. წელს, იანვარში დავიწყე ახალი პროექტი Phylosophie, რომელიც განსხვავდება ჩემი ჩვეული მუსიკისგან. პირველი სინგლი Hold Me უკვე soundcloud-ზე დევს და შეგიძლიათ მოისმინოთ. გეგმაში გვაქვს ამ წლის მარტში ამერიკის უდიდეს ფესტივალზე SXSW 2015 დაკვრა. გუშინწინ მომივიდა მოწვევა და ვკიოდი სიხარულისგან. შარშან ვიყავი ამ ფესტივალზე როგორც მსმენელი და მივხვდი რომ ეს მუსიკოსებისთვის ნამდვილი მექაა. წელს კი, დიდი იმედი მაქვს რომ ამ სცენის ნაწილი გავხდები. გარდა ამისა ძალიან გვინდა რამდენიმე ახალი ვიდეოს გადაღება და მარტში ახალი სინგლის Swim On გამოშვება. ასევე ვმუშაობ კინოუსიკაზე და მინდა სამომავლოდ ამ სფეროშიც უფრო საფუძვიანად ვიმუშაო.

რას ეტყოდი დამწყებ მუსიკოსებს და მომღერლებს?

არ შეგეშინდეთ შეცდომების. თუ მთელი არსებით გრძნობთ რომ მუსიკა არის ის, რის გარეშეც ერთი დღეც ვერ გაძლებთ, მაშინ არასოდეს არ დაიხიოთ უკან და წერეთ და უკარით რაც შეიძლება მეტი. არავინ იცის რა მომენტში იქნება საჭირო ამ ყველაფრის ხალხისთვის ჩვენება ასე რომ იყავით მზად და იფიქრეთ მხოლოდ კარგზე.

 

yellowblog.ge